სერია ‘’პოსტსაბჭოთა ფიროსმანი“

დიდი მხატვრის შემოქმედება ყოველთვის ინტერესს იწვევს, მისი ნამუშევრების ინტერპრეტაცია და მითუმეტეს სხვაგვარ კონტექსტში ჩვენება.

ფიროსმანის ფერწერისთვის დამახასიათებელი პერსონაჟები არის კონსტრუქციებად ნაქცევი და მათში ფერწერის და კოლაჟის საშუალებით ნაჩვენებია დროის გარკვეული მონაკვეთი, რომელიც პოსტსაბჭოთა ელემენტებით-ვიზუალით მთავრდება.

მაგალითად მეარღნის ფიგურა, რომელიც ქართული ტრადიციების მატარებელი ელემენტია და რომელსაც დამატებული აქვს გლობალური სიმბოლოები – კოკა-კოლა, მაკდონალდსის ელემენტები

ფიროსმანის ვირი კი მოდელირებულია დღევანდელი, სავაჭრო ქსელებში არსებული ტესტებით და სიმბოლიკით.

ამ ხერხით მინდოდა მეჩვენებინა ტრადიციების ცვლილება-ჩანაცვლების დინამიკა ფიროსმანიდან დაწყებული კომუნისტური რეჟიმით გაგრძელებული და პოსტსაბჭოთა პერიოდით დამთავრებული

შესრულებულია 2001 - 2004 წლებში

  • მასალა:
  • ხის დაფა, შერეული ტექნიკა.