სერია – ცირკი

ეს არის მცდელობა 21 საუკუნის მიჯნაზე გაანალიზო მეოცე საუკუნე, მოვლენები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად გეხება ინდივიდს

მხატვარი მოგზაურია დროსა და სივრცეში. იგი სუბიექტური თუ ობიექტრი პროცესების ერთგვარი ბარომეტრია, რომელიც სახვითი საშუალებებით ასახავს და აფიქსირებს მოვლენებს და შთაბეჭდილებებს

ათი ნამუშევრიდან ცხრა რეალური ცირკის მოღვაწეები არიან, რომლებიც 20 საუკუნის ცხრა ათწლეულში იღწვოდნენ, დაწყებული მეფე ნიკოლოზ მეორეს პერიოდიდან დამთავრებული პოსტ-საბჭოთა პერიოდამდე.

შესაბამისად ატიანი წლების პერსონაჟები მოდელირებულია (ფერწერა, კოლაჟი, პოპარტის საშუალებებით) ატიანი წლები, ოციანი წლების ცირკის მოღვაწეზე ოციანი წლების მოვლენები და ასე შემდეგ.

მხოლოდ 90 წლების პერსონაჟი (კონფერანსიე) არ არის კონკრეტული პიროვნება და მის სილუეტზე საქართველოში განვითარებული ქაოსური მოვლენები არის ასახული

ფიგურებზე პროცესები ასახულია საბჭოთა კავშირში მცხოვრები ადამიანის თვალით

ეს ნამუშევრები არის თბილისის ცირკში და წარმოადგენს პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრებას

შესრულებულია 1992 - 2000 წლებში

  • მასალა:
  • ხის დაფა, ზეთის საღებავი, ლითონი,
  • სარკე, ქაღალდი, შერეული ტექნიკა.